Accentnews.ge
საფრანგეთსა და იტალიას ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავთ

საფრანგეთსა და იტალიას ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავთ

01/08/2023 13:17:06 მსოფლიო

საფრანგეთი ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებისთვის ემზადება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიგერში სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ანტიფრანგული განწყობების გაღვივების გამო მიიღეს.

საფრანგეთი მზად არის, ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმაროს ნიგერიდან გასვლაში – აღნიშნავს საფრანგეთის საელჩო.

ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება იტალიამაც მიიღო.

მორიგი სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პრეზიდენტი ბაზუმი, რომელიც დემოკრატიული გზით 2021 წელს აირჩიეს, საკუთარი დაცვის წევრებმა აიყვანეს ტყვედ და გადატრიალების შესახებ განაცხადეს. ვითარება დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა: სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ არმიის ქვედანაყოფების უმეტესობა მხარს არ უჭერდა აჯანყებას და მზად იყო მის გასათავისუფლებლად. საბოლოოდ, რეგულარული არმიის წევრებმა მოლაპარაკება გამართეს საპრეზიდენტო გვარდიასთან და გადაწყვიტეს, წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ბაზუმი განიხილებოდა დასავლეთის მთავარ მოკავშირედ დასავლეთ აფრიკაში ისლამისტ ბოევიკებთან ბრძოლაში. საფრანგეთს და აშშ-ს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული.

გადატრიალების შემდეგ საფრანგეთის, როგორც ყოფილი კოლონიური სახელმწიფოს წინააღმდეგ, დემონსტრაციების ტალღა აგორდა. თავდასხმის სამიზნე ნიგერში საფრანგეთის საელჩოც გახდა.

1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნიგერში ოთხი სამხედრო გადატრიალება მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S