Accentnews.ge
კიევი ადასტურებს, რომ საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგვისტოში უმასპინძლებს

კიევი ადასტურებს, რომ საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგვისტოში უმასპინძლებს

31/07/2023 03:41:14 მსოფლიო

კიევი ადასტურებს, რომ საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგვისტოში უმასპინძლებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გააკეთა.

"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების თაობაზე სახელმწიფოთა ლიდერების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა მალე საუდის არაბეთში გაიმართება. ჩვენ პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენს დანიელ კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ. ის კოპენჰაგენში ივნისში ჩატარდა. მადლობას ვუხდით ორივე სამეფოს ლიდერობისთვის და უკრაინის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის", – განაცხადა მან.

მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად უკრაინული მხარე იყენებს სამფაზიან სტრუქტურას. პირველი ეტაპი არის შეხვედრები უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებთან, რომლებიც ეძღვნება ფორმულის თითოეული პუნქტის დეტალურ განხილვას. მეორე ეტაპის ფარგლებში უკრაინა ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მოიძიონ ოპტიმალური ფორმულირებები და მექანიზმები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის, ხოლო "მშვიდობის ფორმულაზე" შეთანხმების მიღწევის მესამე ეტაპი იქნება გლობალური სამიტი სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს.

მანამდე, The Wall Street Journal– მა გაავრცელა ხსენებული ინფორმაცია. მისი ცნობით, მოლაპარაკებები ქალაქ ჯედაშია დაგეგმილი და მასში 30-მდე ქვეყანა და ევროკავშირი იქნება ჩართული. რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S