
რამდენმა რუსმა გადმოკვეთა წელს საქართველოს საზღვარი : სტატისტიკა
19/07/2023 09:50:57 საზოგადოება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ყველაზე ხშირად რუსები კვეთდნენ. ამაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.
უწყების ცნობით, პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში თითქმის 300 ათასი ვიზიტი განახორციელეს, მეორეში - 443 ათასზე მეტი.
საქართველოდან გადინებული რუსების რაოდენობამ პირველ კვარტალში 320 ათასს გადააჭარბა, მეორეში - 427 ათასს.
2023 წლის მხოლოდ ექვს თვეში საქართველოს საზღვარი 741 909-მა რუსმა გადმოკვეთა, 747 679-მა დატოვა, ამრიგად, საქართველოდან წასულ რუსთა რაოდენობამ 5 770-ით გადააჭარბა დარჩენილებისას.
რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მანამდე განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში რუსეთის 869 874 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 809 873–მა ქვეყანა დატოვა. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში რუსეთის 60 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
2021 წელს რუსებმა საქართველოს საზღვარი 291 511-ჯერ გადაკვეთეს, 2022 წელს - 1 459 541 (ტურისტული და ტრანზიტული ვიზიტების ჩათვლით).
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 17 ივლისს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ლიდერობს თურქეთი (582 527 ვიზიტი), მეორე ადგილზეა რუსეთი (577 632 ვიზიტი).
იხილეთ ასევე:
ბინადრობის ნებართვა რუსეთის 5 759 მოქალაქემ მიიღო: ვის ისტუმრებს უარით სახელმწიფო