Accentnews.ge
იტალია კოლიზეუმის ბილეთების ფასის ხელოვნურად ზრდის საკითხს იძიებს

იტალია კოლიზეუმის ბილეთების ფასის ხელოვნურად ზრდის საკითხს იძიებს

18/07/2023 17:53:26 მსოფლიო

იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებლებმა გამოძიება დაიწყეს ოპერატორების მიმართ, რომლებმაც სავარაუდოდ, კოლიზეუმის ბილეთები - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობის - ხელოვნურად გაზრდილ ფასებში გაყიდეს,– წერს Reuters.

იტალიის კონკურენციის ორგანო მიიჩნევს, რომ კოლიზეუმისბილეთების შეძენა ხდება "მასობრივად ავტომატური შესყიდვების სისტემების დახმარებით". უწყებამ ბილეთების ოფიციალური გამყიდველის – CoopCulture-ის, ასევე ოთხი ტურისტული კომპანიის შემოწმება დაიწყო.

CoopCulture ეჭვმიტანილია იმაში, რომ არ აკონტროლებდა ბილეთების მასობრივ შეძენას, რამაც ხელოვნური დეფიციტი შექმნა და შემდგომ მათი გაზრდილ ფასებში გაყიდვა შესაძლებელი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ბილეთი 18 ევრო ღირს, იტალიური ტურისტული კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული კოლიზეუმის ტურების ფასები 37,5-დან 74 ევრომდე მერყეობს.

CoopCulture-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-თან მიცემულ კომენტარში უარყო ბრალდებები და თქვა, რომ პლატფორმას „აქვს მექანიზმები კოლიზეუმის ბილეთების მასიური შესყიდვის საწინააღმდეგოდ“ და იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება.

ანალოგიური პრობლემა აქტუალურია საქართველოსთვისაც. იხილეთ ასევე:

„ეს ჯადოქრობაა თუ სპეციალური ტექნიკა?!“: რა ხდება ბილეთების ბაზარზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S