Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

17/07/2023 12:38:17 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების თაობაზე იუწყება.

მარცვლეულზე შეთანხმება შარშან გაფორმდა თურქეთის და გაერო–ს მონაწილეობით და გულისხმობს რუსეთის მიერ ბლოკირებული შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინის მარცვლეულის გატანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S