Accentnews.ge
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების თაობაზე იუწყება

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების თაობაზე იუწყება

17/07/2023 09:15:44 მსოფლიო

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების თაობაზე იუწყება.

„ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, შავი ზღვის ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – აღნიშნა დიმიტრი კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი მოიხსნება რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქტისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვები.

მარცვლეულზე შეთანხმება შარშან გაფორმდა თურქეთის და გაერო–ს მონაწილეობით და გულისხმობს რუსეთის მიერ ბლოკირებული შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინის მარცვლეულის გატანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S