ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით პუტინთან სატელეფონო საუბარი დააანონსა
17/07/2023 11:21:01 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი დააანონსა.
"დღევანდელი განცხადების მიუხედავად, მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება სურს. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შეფერხების გარეშე გაგრძელდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების თაობაზე იუწყება.
მარცვლეულზე შეთანხმება შარშან გაფორმდა თურქეთის და გაერო–ს მონაწილეობით და გულისხმობს რუსეთის მიერ ბლოკირებული შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინის მარცვლეულის გატანას.


