Accentnews.ge
ჩეხეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უერთდება უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიებს"

ჩეხეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უერთდება უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიებს"

12/07/2023 18:50:05 მსოფლიო

ჩეხეთის მთავრობამ განიხილა უკრაინის უსაფრთხოების მექანიზმთან შესაძლო მიერთდების საკითხი, რომელიც G7-მა წარმოადგინა და შეუძლია, მას მხარი აუბას. ამის შესახებ ČTK-ს ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ოთხშაბათს, ნატოს სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველის თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს უსაფრთხოების სამომავლო თანამშრომლობის სისტემას:

„ჩეხეთის მთავრობამ უკვე განიხილა ეს წინადადება და მზად არის, შეუერთდეს მას“.

პარტნიორებს, დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა, შეუძლიათ, ინდივიდუალურად დადონ თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკრაინასთან ან ამისთვის სხვა ქვეყნებთან ერთად ჩამოაყალიბონ ჯგუფები. მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რა ფორმატით გასცემს პრაღა "უსაფრთხოების გარანტიებს".

მანამდე სკანდინავიური ქვეყნები (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიესალმნენ G7-ის დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და გამოაცხადეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ მის გრძელვადიან უსაფრთხოებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ ხუთმა სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მხარდამჭერის მზაობა და დარწმუნებულია, რომ მათ შორის პოლონეთიც იქნება.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ G7–ის ქვეყნებმა ვილნიუსში, ნატოს სამიტზე შეათანხმეს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ ჩარჩო დოკუმენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S