გრიგორი ლეპსის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა
07/07/2023 08:37:57 მსოფლიო
ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში გაუქმდა რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის (ლეფსვერიძის) კონცერტი. ინფორმაცია ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ყირგიზულ სამსახურს ღონისძიების ორგანიზატორებმა დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილების გამო მიიღეს.
მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთსა და უზბეკეთში.
ლეპსის კონცერტების გაუქმებას ცენტრალურ აზიაში წინ უძღვის ვრცელი დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ მომღერლის მიწვევის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.


