Accentnews.ge
უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭრის გამო ყაზახეთმა გრიგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა

უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭრის გამო ყაზახეთმა გრიგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა

20/06/2023 09:00:57 მსოფლიო

კომპანია Makao Luxury Village Resort-მა, რომელმაც გრიგორი ლეპსის გამოსვლისათვის საკონცერტო ადგილი უზრუნველყო, 19 ივნისს კონცერტის ორგანიზატორებთან ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა გამოაცხადა.

"რადიო თავისუფლების" ყაზახური სამსახურის ცნობით, კონცერტი მიმდინარე წლის ივლისში ქალაქ კონაევში იყო დაგეგმილი.

კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში. ბევრმა მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ რუსი მომღერლის ჩამოსვლით, რომელიც უკრაინაში ომს მხარს უჭერს. ცოტა ხნის წინ მომღერლებმა გრიგორი ლეპსმა და ნიკოლაი ბასკოვმა გადაწყვიტეს, ერთი მილიონი რუსული რუბლი საჩუქრად გადასცენ ყველას, ვინც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებს. აღნიშნულის შემდეგ ყაზახურმა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ლეპსის კონცერტის გაუქმება მოითხოვეს.

უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერის მიზნით ყაზახეთში მანამდე ასევე გაუქმდა ლარისა დოლინას და პოლინა გაგარინას კონცერტები. არ შედგა სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს ომის მხარდამჭერი მსახიობი სერგეი გლუშკო თამაშობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S