უკრაინელი დეპუტატი საქართველოსთან მიმართებაში ზელენსკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
05/07/2023 12:40:00 პოლიტიკა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუში-ცინცაძე საქართველოსთან მიმართებაში პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს "უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი უადგილო სიტყვაა დიპლომატიაში".
საუბარია პრეზიდენტ ზელენსკის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საგარეო უწყებისთვის დაევალებინა, გამოეძახებინა უკრაინაში საქართველოს ელჩი თხოვოთ, 48 საათში დაეტოვებინა ქვეყანა თბილისში კონსულტაციების გასამართად.
"ყოფილო დიპლომატებო, რომლებიც სოცქსელში მემეგობრებით, ხომ ვერ მეტყვით, ეს ურთიერთობების მოგვარების რა ფორმულაა? ჯერ ერთი, უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოდან ჩვენი ელჩი გვყვას გაწვეული და არც ახლის ვინაობა გვაქვს დადგენილი. გადაწყვიტეთ, რომ ასე წარმატებით შეგიძლიათ მოქმედება საქართველოში პოლიტიკის შეცვლის რეალური ინსტრუმენტებისა და დამოკიდებულებების გარეშე? ჩათვალეთ, რომ ასე უფრო ეფექტურად გააგებინებთ თქვენს ხმას? ჩვენ რა, ნამდვილი მტერი სახელმწიფო ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ? საბოლოო ჯამში, თავად ვანგრევთ ურთიერთობებს სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინას მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს, სახელმწიფოსთან, რომელიც, სირთულეების მიუხედავად, შეიძლება, პარტნიორი იყოს" - დაწერა დეპუტატმა.
ცნობისთვის: კლიპმუშ-ცინცაძე უკრაინის პარლამენტში ექს=პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია "ევროპულ სოლიდარობას" წარმოადგენს. მისი მეუღლე ქართველი სამხედრო და დიპლომატი არჩილ ცინცაძეა.


