Accentnews.ge
ზელენსკი: "საგარეო უწყებას დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი და ვთხოვოთ მას 48 საათში დატოვოს ქვეყანა"

ზელენსკი: "საგარეო უწყებას დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი და ვთხოვოთ მას 48 საათში დატოვოს ქვეყანა"

03/07/2023 17:20:45 პოლიტიკა

სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომელსაც იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ავრცელებს.

ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა.

"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება", – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის: რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მან ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის, დებატების საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს".

პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S