
დეგნანი: საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და მნიშვნელოვანია, ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
04/07/2023 15:20:24 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და მნიშვნელოვანია, ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
დიპლომატს ქართველმა ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან შემდეგი განაცხადა:
"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს საქართველოსა და უკრაინას შორის ოფიციალურ კომუნიკაციაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. არის ასეთი ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვიმედოვნებ, ალბათ, დიპლომატიური გზებითა და პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, გადალახონ ეს უთანხმოება"