Accentnews.ge
„საქდოკ ფილმი“ – კობახიძის განცხადებაზე: „მიმართულია კინოს ცენზურისკენ“

„საქდოკ ფილმი“ – კობახიძის განცხადებაზე: „მიმართულია კინოს ცენზურისკენ“

19/06/2023 16:01:27 საზოგადოება

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ მწარმოებელი კომპანია (საქართველოს მხრიდან) „საქდოკ ფილმი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

"ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე - ფილმის ავტორზე. განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე", – აცხადებს „საქდოკ ფილმი“.

მისი ინფორმაციით, "მოთვინიერების" (რეჟ: სალომე ჯაში) პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა ფილმი დაფინანსებულია შვეიცარული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S