მედია: ყაზახეთის ბანკები რუბლზე მასობრივად ამბობენ უარს
08/06/2023 09:08:15 მსოფლიო
ყაზახეთის ბანკები რუს მეწარმეებს რუსულ რუბლში გადახდებზე მასობრივად უარს ეუბნებია, - იუწყება რუსული მედია ბაზრის რამდენიმე მონაწილეზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, "Halyk Bank-მა, Fortebank-მა, RBK bank-მა და Bereke bank-მა ბოლო კვირების განმავლობაში რუბლში განსახორციელებელი ასობით გადახდა დაბლოკა, რასაც ყახახეთში ამერიკული "ფინანსური დესანტის" ვიზიტი უძღვოდა წინ".
"ყაზახეთსა და სომხეთში გადასხმული ამერიკული "ფინანსური დესანტი" აკონტროლებს, რომ რუბლი დოლარში არ კონვერტირდებოდეს და მსოფლიოში არ მოძრაობდეს. შედეგად რუსულმა ბიზნესმა ყაზახურ ტენგეზე დაიწყო გადასვლა. მაგალითად, აპრილში რუსულ "ტოჩკაში" ტენგეში განხორციელებული გადახდების რაოდენობა მარტთან შედარებით, 75%-თაა გაზრდილი. თუმცა ყახაზური ბანკებირუს კლიენტებს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან უარს ტენგეში გადახდაზეც. " - აცხადებენ ბაზრის მონაწილეები.
როგორც თავად ბანკებში განმარტავენ, ყაზახური საბანკო სტრუქტურები იძულებულები არიან, დაიცვან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ვინაიდან აშშ რესპუბლიკის ეკონომიკაში მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს. ყაზახეთის ხელისუფლებას ბანკებისთვის რუბლში გადახდების შეზღუდვის ბრძანება არ მიუცია, - ირწმუნება მთავრობის ვიცეპრემიერი ერულან ჟამაუბაევი და დასძენს, რომ "თუკი ბანკები სასანქციო საკითხებსა და სხვა რისკებთან დაკავშირებულ გარკვეულ მომენტებს ბლოკავენ, ეს თავად მათი უშუალო მუშაობის ნაწილია".
ცნობისთვის: სომხურმა, ყაზახურმა და ჰონკონგურმა ბანკებმა უკანონო პარალელური იმპორტის გზით რუსეთისთვის მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტროტექნიკის საფასურის სახით რუსული კომპანიების გადარიცხვების ბლოკირებაც დაიწყეს, - ინფორმაცია რუსულმა გამოცემა "კომერსანტმა" ელექტროტექნიკის ბაზარზე თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.


