
სომეთმა რუსეთის მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა
05/06/2023 09:17:55 კავკასია
სომხეთმა აზერბაიჯანთან ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების სამომავლო განბლოკვის პირობით რუსეთის ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა.
"განბლოკვის კუთხით არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩართული პარტნიორისთვის უკვე გასაგებია: კონტროლს საზღვრებზე, სასაზღვრო სამსახურებზე სომხეთუ განახორციელებს. ანუ, სომხეთის კონტექსტში განბლოკვა ნიშნავს, რომ სასაზღვრო სამსახურს მხოლოდ სომხეთი განახორციელებს" - განაცხადა გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის: 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაფორმებულ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაცია განიბლოკებოდა; სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით დაუბრკოლებელი გადაადგილების გარანტირებისთვის, სატრანსპორტო კავშირზე კონტროლს კი რუსეთის ФСБ განახორციელებდა".
"სომხეთის პოზიცია ნათელია. ვიმედოვნებ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ჩვენი პოზიცია მხედველობაში მიიღეს და მის საფუძველზე გააგრძელებენ წინსვლას" - დასძინა გრიგორიანმა.
2 ივნისს მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა გაიმართა, რომის დასრულების შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ "კონსტატირებულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორისსატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მოდელობების შეთანხმების მიმართულებით".
"კერძოდ, მიღწეულია ერთობლივი ხედვა ერასხი-ჯულფა-მეგრი-გორადიზის მარშრუტით სარკინიგზო კავშირის აღდგენისა და ორგანიზების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების რეალიზების მიმართულებით" - განაცხადა ოვერჩუკმა.
ხილიეთ ასევე: ერევანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის