Accentnews.ge
პესკოვი ფაშინიანს პასუხობს: "ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, ვითვალისწინებთ"

პესკოვი ფაშინიანს პასუხობს: "ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, ვითვალისწინებთ"

02/06/2023 15:51:02 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "კრემლმა ცნობად მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები, რომ ერევანი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის კონფლიქტში".

„ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის ირგვლივ კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ვიცნობთ მათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენი მოკავშირული ურთიერთობის განვითარებას სომხეთთან“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S