Accentnews.ge
ფაშინიანი: უკრაინის ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის

ფაშინიანი: უკრაინის ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის

02/06/2023 07:49:44 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უკრაინის ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის. ამის შესახებ მან CNN primanews-თან ინტერვიუში განაცხადა

„ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ეს კონფლიქტი ჩვენში შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე", – აცხადებს ფაშინიანი.

როგორც ფაშინიანი ამბობს, დასავლეთში ფიქრობენ, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა ამ საკითხში, თუმცა, რუსეთში განწყობა საპირისპიროა.

„დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამას ამჩნევენ. რუსეთში კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები ამ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ და ამიტომ დაუცველები ვართ. მეჩვენება, რომ ყველა ამ შეტაკებისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთული ხდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ასეთი შესაძლებლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S