უკრაინა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების დემილიტარიზაციას მოითხოვს

30-05-2023 06:25:40 მსოფლიო

კიევი აყენებს მოთხოვნას, რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები დემილიტარიზებულ ზონად გარდაიქმნას.

ეს წინადადება ომისშემდგომი სამშვიდობო დარეგულირების მთავარ თემად უნდა იქცეს, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

"ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ლუჰანკის, დონეცკის ოლქების მცხოვრებთა რეალური უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად აუცილებელი იქნება 100-120-კმ-იანი დემილიტარიზებული ზონის შექმნა ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკისა და როსტოვის რესპუბლიკებში [ასე მოიხსენია პოდოლიაკმა ხსენებული რუსული რეგიონები - რედ.]. სავარაუდოდ, საუბარი იქნება პირველ ეტაპზე საერთაშორისო კონტინგენტის ჩაყენებაზე" - დაწერა Twitter-ში პოდოლიაკმა.

მანამდე, 29 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ "უკრაინული საჰაერო თავდასხმებისგან ოლქის დასაცავად არსებობს ერთადერთი გზა - მას ხარკოვის ოლქი [უკრაინის ტერიტორია - რედ.] უნდა მიუერთდეს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები