Accentnews.ge
"საქართველო ირჩევს ევროპას": 26 მაისს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

"საქართველო ირჩევს ევროპას": 26 მაისს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

25/05/2023 05:47:41 საზოგადოება

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ წელთან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს, თბილისში მსვლელობა სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" დაანონსდა.

ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.

პარლამენტის შენობის ევროკავშირის დროშების გარეშე გაფორმებას გამოეხმაურა პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ასევე დააანონსა დროშებით მსვლელობა - მისი თქმით, მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა, ამიტომ მოქალაქეებს 26 მაისს 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში. მისი ცნობით, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S