Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა პარლამენტის საზეიმო გაფორმებაში

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა პარლამენტის საზეიმო გაფორმებაში

24/05/2023 19:44:39 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.

„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“, მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

„ალბათ, მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ. ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას. ამიტომ: გადმოფინეთ საქართველოს და ევროპის დროშები ფანჯრებიდან და აივნებიდან. ვისაც არ გაქვთ — შეიძინეთ. ხვალ ბოლო დღეა. აჩვენეთ საქართველოს მტრებს, რომ წილი ნაყარია. აჩვენეთ რუსეთუმეებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული გზიდან. აქციეთ 26 მაისის დღესასწაული საერთო სახალხოდ — მიიღეთ ასეთი სახით მონაწილეობა საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნაში. და დამეხმარეთ ამ მოწოდების გავრცელებაში“, – დაწერა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S