Accentnews.ge
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: "სანქციების კონტროლისთვის კომერციულ ბანკებში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს"

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: "სანქციების კონტროლისთვის კომერციულ ბანკებში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს"

10/05/2023 09:37:38 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ "სანქციების კონტროლისთვის კომერციულ ბანკებში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს".

მისი თქმით, საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაიზარდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან, აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ჩვენ ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და ზოგმა კომერციულმა ბანკმა ამისათვის დამატებით კადრებიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთდან, ბელარუსიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა, BM.GE-ს ცნობით, არჩილ მესტვირიშვილმა.

ამავე თემაზე: რა მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S