ბრიტანული დაზვერვა: 9 მაისის აღლუმი რუსეთის რეგულარული არმიის დამხმარეთა ხარჯზე ჩატარდა
10/05/2023 07:56:27 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.
დაზვერვის უწყების მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობასრეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები შეადგენდნენ.
მისი ცნობით, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
ამავე თემაზე: ვინ დაესწრო პუტინის აღლუმს და რა განასხვავებდა მას წინა წლებისგან


