Accentnews.ge
ვინ დაესწრო პუტინის აღლუმს და რა განასხვავებდა მას წინა წლებისგან

ვინ დაესწრო პუტინის აღლუმს და რა განასხვავებდა მას წინა წლებისგან

09/05/2023 11:35:23 მსოფლიო

ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა.

ღონისძიებას კრემლის ლიდერის გარდა ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ. მათი მოსკოვში ჩასვლის განზრახვის შესახებ მხოლოდ წინა დღეს გახდა ცნობილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა ეს დღეც დეზინფორმაციისთვის გამოიყენა: განაცხადა, რომ ომი „რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღეს, ამაშინ მან "დასავლური გლობალისტური ელიტები" დაადანაშაულა და ისინი ნაცისტებს შეადარა. პუტინის თქმით, მათ სურთ, "მიაღწიონ ქვეყნის დაშლას და განადგურებას". მისი მტკიცებით, უკრაინაში ომის დროს "დაიცავს დონბასს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას".

ამასთან, პუტინმა ახსენა მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის მოკავშირეები, რასაც ბოლო წლებში არ გააკეთა. ასევე მადლობა გადაუხადა აღლუმზე მისულ დსთ-ის ქვეყნების ლიდერებს.

პუტინის გამოსვლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყო. აღლუმს საბჭოთა ტანკი – T-34 მოუძღოდა. არ იყო წარმოდგენილი თანამედროვე ტანკები. მოედანზე რაკეტებიც შეიტანეს. ჯამში აღლუმი უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე წინა წლებში – დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა (აღლუმისდა პუტინის გამოსვლის ჩათვლით). წინა წლებში ხანგრძლივობა საათნახევარს აღწევდა. გაუქმდა ღონისძიების საავიაციო ნაწილი განსხვავებით წინა წლებისგან.

ანალიტიკოს ოლივერ ალექსანდრემ შეაჯამა აღლუმზე წარმოდგენილი ტექნიკა და დაასკვნა, რომ რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წინა წლების მაჩვენებელს. კერძოდ, მისი თქმით, წითელ მოედანზე მხოლოდ 51-მა ერთეულმა მანქანამ გაიარა. შარშან აღლუმში მონაწილეობდა 131 ერთეული საბრძოლო მანქანა, 2021 წელს –197.

ალექსანდრემ, ისევე როგორც სხვა ბევრმა კომენტატორმა, ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ტანკების ნაკლებობაზე. საბჭოთა ტანკს – T-34–სმოჰყვა მსუბუქი საბრძოლო მანქანები: „Тигры», «Уралы», «Бумеранг». ასევე შემოიტანეს სარაკეტო კომპლექსი «Искандер», С-400 და სამი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „Ярс“. მსვლელობა სულ 10 წუთს გაგრძელდა. წინა წლებში მსვლელობას გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა, გარდა ამისა, კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ ხდებოდა თანამედროვე ტექნიკის, მათ შორის, ტანკ Армата–ს დემონსტრირება, „რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავდათ“. ამასთან, კომენტატორების თქმით, ეს ტექნიკა არ არ მონაწილეობს უკრაინის ომში, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა წარდგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S