Accentnews.ge
წულუკიანი იმ პროექტის დეტალებზე საუბრობს, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა

წულუკიანი იმ პროექტის დეტალებზე საუბრობს, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა

08/05/2023 13:49:55 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ პროექტის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

„ფედერაცია [პარაგლაიდინგის ფედერაცია], რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ამ წესის შემუშავებაში, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს. იმედი მაქვს, მთავრობის ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახეს მიიღებს. ფედერაცია გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ხდება. ამ წესის მიღების შემდეგ ვერცერთი ინდ. მეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. გარდა ამისა, ამ წესის თანახმად, აპარატურა უნდა იყოს გამართული. ეს თითქოს ელემენტარული რაღაცებია, მაგრამ აქამდე გაწერილი არ იყო, ანუ ვალდებულება არ არსებობდა, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს გამართული აპარატურით ეფრინათ. ამასთან, იქნება მონიტორინგი, რომელსაც ფედერაცია განახორციელებს. ფედერაციაზე კი სახელმწიფო ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტი განახორციელებს. ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომლის მიღმა ფრენა იქნება აკრძალული. სწორედ, ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში ამ წესების აღსრულების საკითხში ფედერაციას დახმარებას შსს გაწევს. ასევე, შსს–მ უნდა უზრუნველყოს ის, რომ აღკვეთოს მოცემული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო ფრენა იქნება. ეს ყველაფერი ერთი მიზნის უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული, რომ ჩვენ აღარ მივიღოთ ისეთი ტრაგედიები, რომელიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ ამ წესს ყველა გაითავისებს და ერთი თვის ვადა ეძლევა ფედერაციას კომისიის შესაქმნელად და სხვადასხვა მონიტორინგის პროცედურების დასანერგად", – აცხადებს წულუკიანი.

ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

ცნობისთვის: 2022 წლის ივლისში გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. მგზავრი, რომელიც უცხოელი ტურისტი იყო, ადგილზე გარდაიცვალა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. მისი სამაშველო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად რვავე პირი დაიღუპა. მოგვიანებით, მთავრობამ პარაპლანით ფრენა აკრძალა. როგორც იმჟამად, პარაპლანისტები აცხადებდნენ, სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიკატების ლეგიტიმაციას დიდი ხანია, მხარს უჭერდნენ, თუმცა, მათი თქმით, ფატალური შედეგის დადგომამდე ამ სფეროს მოწესრიგებით არავინ დაინტერესებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S