ზელენსკის პრეს –სპიკერი – უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე შეტევის შესახებ
03/05/2023 13:50:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ამბობს, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ.ღამის შეტევის შესახებ. ამის შესახებ მან გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის შეტევების შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს თავისი ტერიტორიებსი გასათავისუფლებლად და არა სხვებისაზე შესატევად. ცალკე, გასაკვირია ტერორისტული სახელმწიფოს ფორმულირება. ტერორისტული თავდასხმა არის დნეპრსა და უმანში სადარბაზოებიანად განადგურებული სახლები, ან რაკეტა კრამატორსკის სადგურზე და მრავალი სხვა ტრაგედია. და რაც მოსკოვში მოხდა აშკარაა - სიტუაციის გამწვავებაა 9 მაისამდე. მოსალოდნელი ილეთი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან“,- განაცხადა ნიკიფოროვმა.
მოსკოვი კიევს კრემლზე შეტევის მცდელობაში ადანაშაულებს.


