Accentnews.ge
მოსკოვი კიევს კრემლზე შეტევის მცდელობაში ადანაშაულებს

მოსკოვი კიევს კრემლზე შეტევის მცდელობაში ადანაშაულებს

03/05/2023 12:19:37 მსოფლიო

რუსეთის პრეზდენტის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, გასული ღამით უკრაინამ მოსკოვის კრემლზე იერიშის მიტანა სცადა, თუმცა "თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“.

"კრემლისკენ ორი უპილოტო საფრენი აპარატი მოემართებოდა. სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით განხორციელებული დროული ქმედებების შედეგად დრონები გავაუვნებელყვეთ“, – ციტირებს პესკოვს რუსული მედია.

მისივე ინფორმაციით, "თავდასხმის მცდელობის შედეგად პრეზიდენტი პუტინი არ დაშავებულა, არც სამუშაო განრიგი შეუცვლია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას".

რუსული მედიასაშუალებები 3 მაისს, ღამით კრემლის მიდამოებში ორი აფეთქების შედეგად იუწყებიან. სოცქსელებში კრემლის მიდამოებში დაკვამლიანების ამსახველი კადრები ვრცელდება:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S