Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის დედა მიმართვას ავრცელებს: "იგი ნათელი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე"

ლაზარე გრიგორიადისის დედა მიმართვას ავრცელებს: "იგი ნათელი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე"

04/04/2023 17:30:38 საზოგადოება

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი ვიდეომიმართვა „TV პირველს“ გადაცემა „რეაქციაში“ გავიდა.

„მე ვარ თამთა კალანდაძე ლაზარეს დედა, ამას ვამბობ სრული სიამაყით იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე. იგი გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. იგი სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული. და ამ მის შინაგან გამოძახილს რა შეაჩერებს, ხალხო?! ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს წესით ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი. მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს, მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე. ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა – ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა – სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ, “- ამბობს თამთა კალანდაძე.

ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S