Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად 1 მაისს სასამართლოსთან აქცია დაიგეგმა

ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად 1 მაისს სასამართლოსთან აქცია დაიგეგმა

04/04/2023 16:57:17 საზოგადოება

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, "7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია".

„ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარუჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ.

ამიტომ დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად. 7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა, “- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ამავე თემაზე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S