
ჯანდაცვის მინისტრი: "ვმუშაობთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტიც დაემატოს"
27/03/2023 09:11:36 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.
"აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის ელიმინაციის კომპონენტი დაემატოს. გვაქვს ამბიცია, რომ 2025 წლისთვის ეს ორი ძირითადი ეპიდემია, როგორც C, ისე B ჰეპატიტი დავამარცხოთ. ამ მიზნის განსახორციელებლად პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა მნიშვნელოვანი”, - ამბობს აზარაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული.
პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა.
დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისთვის კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა.