Accentnews.ge
პრემიერი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისთვის კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას მადლობას უხდის

პრემიერი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისთვის კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას მადლობას უხდის

27/03/2023 07:38:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისთვის კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.

"მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S