Accentnews.ge
საქართველოს მმართველი პარტიის გენმდივანი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: "რეალობას არის აცდენილი"

საქართველოს მმართველი პარტიის გენმდივანი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: "რეალობას არის აცდენილი"

23/03/2023 10:20:13 პოლიტიკა

საქართველოს მმართველი პარტიის გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი "რეალობას არის აცდენილი". ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება, რომლის თანახმად, "არის მცდელობა, საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს".

„არ ვიცი რაზე საუბრობს [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ]. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს, 23 მარტს ეწვევა. ანალენა ბერბოკი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S