Accentnews.ge
კობახიძე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შესახებ: "ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი"

კობახიძე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შესახებ: "ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი"

23/03/2023 09:16:18 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი მიზანია ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება, რომელიც ამბობს, რომ "არის მცდელობა, საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს".

"მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება, დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე - დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს, 23 მარტს ეწვევა. ანალენა ბერბოკი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S