Accentnews.ge
ნებენზიამ აღიარა უკრაინელი ბავშვების რუსეთში ყოფნის დროებითი ხასიათი

ნებენზიამ აღიარა უკრაინელი ბავშვების რუსეთში ყოფნის დროებითი ხასიათი

21/03/2023 13:08:52 მსოფლიო

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვასილ ნებენზიამ განაცხადა, რომ ბავშვების უკრაინიდან გაყვანით რუსეთის ხელისუფლებას სურდა მათი გადარჩენა საფრთხისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სამხედრო ოპერაციებს და რომ მზად არიან, დააბრუნონ ბავშვები უკრაინაში, როცა „უსაფრთხო პირობები შეიქმნა“.

”რა თქმა უნდა, რატომაც არა”, - უპასუხა ნებენზიამ კითხვაზე, დააბრუნებს თუ არა რუსეთი ბავშვებს,– წერს კრემლის პროპაგანდისტული რესურსი TASS.

ნებენზის თქმით, რუსეთს აპრილის დასაწყისში სურს გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური შეხვედრის გამართვა, სადაც აპირებს იმის დემონსტრირებას, რომ „რუსეთში ბავშვების ძალით გაგზავნის საკითხი სრულიად გადაჭარბებულია“.

იხილეთ ასევე: „მამა, გაშვილებას გვიპირებენ!“: უკრაინელი ბავშვების გატაცება რუსეთში

ნებენზიამ კომენტარი გააკეთა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემაზე, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო. სასამართლო არ არის გაეროს ორგანო, მაგრამ მის მუშაობაში მონაწილეობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი.

ბრალდებები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში წაიყვანა ბავშვები უკრაინის ან ნათესავების თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის რიგ რეგიონებში ბანაკებში ჰყავთ ბავშვები. არასრულწლოვნები იქ წავიდნენ მშობლების თანხმობით, მაგრამ უკან აღარ აბრუნებენ.

ჯერ კიდევ გასული წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივების შესახებ, რაც გზას უხსნის მათ რუსეთში გაშვილებას.

პუტინთან შეხვედრისას ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ "მისი წყალობით" იშვილა 15 წლის ბიჭი მარიუპოლიდან. ლვოვა-ბელოვას თქმით, რომლის დაკავების შესახებაც ჰააგის სასამართლომ ასევე გასცა ორდერი, რუსეთში ოჯახებმა ასობით ბავშვი იშვილეს უკრაინიდან. თუ ნებენზის სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მან აღიარა ბავშვების რუსეთში ყოფნის დროებითი ხასიათი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S