Accentnews.ge
ბრიტანული და გერმანული მოიერიშეები ესტონეთის საჰაერო სივრცესთან მყოფ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ

ბრიტანული და გერმანული მოიერიშეები ესტონეთის საჰაერო სივრცესთან მყოფ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ

15/03/2023 07:33:21 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მოიერიშეები, აედევნენ და კურსი შეაცვლევინეს რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად გადაადგილდებოდა, – იუწყება BBC.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ოპერაცია ორმა ქვეყანამ ერთობლივად განახორციელა.

როგორც BBC იტყობინება, ნატო–ს მისიის ფარგლებში ამჟამად ბრიტანეთი და გერმანია რეგიონში ერთობლივ საჰაერო პატრულირებას აწარმოებენ და ადევნება მას შემდეგ განახორციელეს, რაც რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც ფრენებს სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის ასრულებს, ესტონეთის საჰაერო კონტროლის სამსახურთან დაკავშირება ვერ შეძლო.

"ინციდენტი ნატო-სა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე დაფიქსირდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას კავშირი აქვს გუშინ შავ ზღვის თავზე მომხდარ შემთხვევასთან", – იტყობინება BBC.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S