Accentnews.ge
რა მოხდა შავი ზღვის თავზე: ამერიკული და რუსული ვერსიები

რა მოხდა შავი ზღვის თავზე: ამერიკული და რუსული ვერსიები

14/03/2023 20:01:02 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მას არ ჩამოუგდია ამერიკული დრონი შავი ზღვის თავზე, – იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.

„რუსულ მებრძოლებს არ გამოუყენებიათ საჰაერო სადესანტო იარაღი და არ შესულან კონტაქტში ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატთან “, - ციტირებს TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ „უეცარი მანევრირების გამო, ამერიკულმა დრონმა სიმაღლე დაკარგა, უკონტროლო ფრენაზე გადავიდა და შეეჯახა წყლის ზედაპირს“.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ ამერიკული დრონი სავარაუდოდ, "რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით გაფრინდა" და მას „დამრღვევი“ უწოდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავ ზღვაზე მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის ელჩი გამოიძახა.

აშშ-ის ელჩმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სერიოზული გზავნილი " გადასცა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მოკავშირეებს და პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

თეთრი სახლის სპიკერ ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მან რუსეთის ქმედებებს „სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური“ უწოდა.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ რუსეთმა ადრეც მოუჭრა გზა ამერიკულ დრონებს შავი ზღვის თავზე, მაგრამ ეს შემთხვევა "უნიკალურია", რადგან ამან გამოიწვია დრონის ჩაძირვა.

კირბის თქმით, აშშ გააგრძელებს ფრენას შავი ზღვის თავზე. მან აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და აშშ–ს არ სჭირდება რუსეთთან დაკავშირება, როდესაც ამერიკული დრონები დაფრინავენ შავ ზღვაზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს რუსული გამანადგურებელი სუ-27 შეეჯახა ამერიკულ სამხედრო სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper–ს, რის შედეგადაც ის შავ ზღვაში ჩავარდა.

MQ-9 Reaper არის სადაზვერვო დრონი, რომლის ფრთების სიგრძეა 20 მეტრი და მაქსიმალური ასაფრენი წონა 4763 კგ.

იგი აღჭურვილია ტურბოპროპის ძრავით, რაც საშუალებას აძლევს, საათში 445 კმ-ზე მეტ სიჩქარე განავითაროს. ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 27 საათია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S