Accentnews.ge
დვალი – "აგენტების" კანონპროექტზე: გავხდებით უინტერესო, უპერსპექტივო ქვეყანა, რომლის დახმარებასაც აზრი არ აქვს!"

დვალი – "აგენტების" კანონპროექტზე: გავხდებით უინტერესო, უპერსპექტივო ქვეყანა, რომლის დახმარებასაც აზრი არ აქვს!"

06/03/2023 18:34:52 პოლიტიკა, საზოგადოება

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი განმარტავს, რატომ ეხება ყველას კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელთაც პარლამენტი განიხილავს.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც მათ შორის, დასავლეთზე პარაზიტობს, შეელიოს ამ გრანტებს. მიზანი უფრო მედიასთან, სამოქალაქო აქტივიზმთან ბრძოლაა. ამიტომ, იმასაც მოველი, რომ რაღაც მომენტში გამიჯნონ [სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები – რედ.].

აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა მოხდება შემდეგ. ბევრისგან გამიგია, რომ სტუდენტებს ხელი აქვთ ჩაქნეული, „მე წავალ, უცხოეთში ვისწავლიო“. მაგრამ იმ სტუდენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ასეთი კანონის მიღებით ვასრულებთ, როგორ ერთი ჩვეულებრივი ჩამყაყებული პროვინცია, განუვითარებელი, რუსეთის რაღაც გუბერნია! არავინ ყურადღებას აღარ მოგვაქცევს! არანაირი გრანტები! ეს თავისით შეწყდება. არა იმიტომ, რომ კანონი მიიღეს, არამედ იმიტომ, რომ უინტერესო, უპერსპექტივო ქვეყანა ხდება, რომლის დახმარებასაც აზრი არ აქვს, წყალშია გადაყრილი. მათ შორის სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტებით, დაფინანსებით მიდიან [დასავლეთში – რედ.], დასრულდება! ამიტომ, ხალხო, ვისაც გგონიათ, რომ ინდივიდუალურად უშველით თავს, ვერ უშველით!. ესაა მნიშვნელოვანი, გაიაზროთ! ხერხემლის გადატეხვის შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ჩაეშვება ჭაობში!“,– თქვა დვალმა.

ინფორმაციისთვის: დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტის ინიციატორებმა აღნიშნეს, რომ კანონი არ შეეხება მაგალითად, შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

იხილეთ ასევე: ბუწაშვილი: "ვინმეს არასამთავრობოებს შეზღუდვის ბერკეტი რომ ჰქონოდა მაშინ, დღეს შესაძლოა, აქ არ ვყოფილიყავი 80 000 განკურნებული ადამიანით"

6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია გაიმართება 7 მარს, 09:00 საათზეც.

კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S