Accentnews.ge
ცუცქირიძე – "აგენტების" კანონზე: "მიზანი და სულისკვეთებაა რუსული!"

ცუცქირიძე – "აგენტების" კანონზე: "მიზანი და სულისკვეთებაა რუსული!"

02/03/2023 17:54:29 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტში "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ საკუთარი პოზიცია გამოხატა და თქვა, რომ პროექტის მიზანი და სულისკვეთებაა რურული.

"ამ დარბაზში ახლა, ისევე როგორც ამ პარლამენტში, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც მე და ჩემი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხარში ვედექით და ვეხმარებოდით, როდესაც ისინი იყვნენ წინა მთავრობის ოპოზიციაში. მხარში ვედექით და ვეხმარებოდით მაშინ, როცა ისინი იყვნენ ამ მთავრობის ოპოზიციაში, ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში. ახლა ცოტა პარადოქსულია, რომ მე აქ შემოსვლისთვის დამჭირდა მთელი დღე იმის გადატანა, რაც ხდებოდა გარეთ და ეს არის სირცხვილი!

აქ იყო შეკითხვა, რა არის ამაში რუსული. მე გეტყვით: ეს არის მიზანი და სულისკვეთება! ამ ყველაფრის მიზანი რეალურად, სინამდვილეში არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე პირადად, სულ რომ მარტო დავრჩე, სულ რომ მშიერი ვიყო, მაინც გავაგრძელებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას!" - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

მან ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ არ უნდა დაავიწყდეს მისი ყოფილი სტუდენტების წერილი, რომლებიც თხოვდნენ, არ დაეჭირა მხარი ამ რუსული კანონისთვის და მოუწოდა, მოიქცეს ისე, რომ არ შერცხვეს სტუდენტებისთვის თვალებში ჩახედვის:"იმ სტუდენტებთან ლაპარაკი უნდა შეძლოთ და არ უნდა შეგრცხვეთ, გვიან ღამით, რომ მარტო დარჩებით".

საპასუხოდ სამხარაძემ თქვა, რომ სტუდენტებს "ძალიან ღრმად ჩახედავს თვალებში."

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხარაძეს საკუთარმა სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და შეუერთდნენ სამხარაძის ყოფილი სტუდენტების მოწოდებას, არ დაუშვას რუსული კანონის მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S