Accentnews.ge
„მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს!“: სტუდენტები „ოცნების“ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ

„მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს!“: სტუდენტები „ოცნების“ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ

02/03/2023 16:11:40 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს ბოიკოტს უცხადებენ და უარს ამბობენ, დაესწრონ მის სალექციო კურსს "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა". მიზეზი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტებია, რომლის განხილვაც დღეს დაიწყო ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის ფონზე.

"სტუდენტების ბოიკოტი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ლექტორს!

დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას.

ამ განცხადებითვე გვსურს დავაანონსოთ სტუდენტური მოძრაობის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს რუსული კანონის მიღებას. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე.

ჩვენი მოძრაობის სამომავლო გეგმები დაანონსდება ჩვენს გვერდზე!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის: მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S