Accentnews.ge
ზახაროვამ ბაიდენის კიევში ვიზიტს ემოციური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული პოსტით უპასუხა

ზახაროვამ ბაიდენის კიევში ვიზიტს ემოციური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული პოსტით უპასუხა

20/02/2023 15:20:51 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დღევანდელ ვიზიტს ეხმიანება და "სწამს", რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "სხვა ამერიკული პროექტების" ბედი ელის.

"შოუს "შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად" ისტორია სულ უფრო სახალისო ხდება. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ვერ აღწევს მიშიკო საწოლამდე. თუმცა უცნობია, როგორ მოხვდა ეს კადრები CNN-ის განკარგულებაში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი - ეს არის ყოველმხრივ დასავლეთის მიერ დამუშავებული მასალა (თანაც ორგზის, მეორედ - უკრაინაში). ის დიდი ხანია, სწორედ მათ დაიკიდეს, ვინც თავის დროზე შემოაგდო. მაშ ვინ ლობირებს მას დღეს ასე ძალიან? - პასუხი, რა გასაკვირია და, აშშ-დან მოვიდა. Reuters-მა საკუთარი გამოძიება გამოაქვეყნა ამერიკული იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. თურმე, მიშიკოს უკვე დიდი ხანია, ლობირებს ამერიკული ლობისტური ჯგუფი "აკერმანი", რომლის ერთ-ერთი პარტნიორი გახლავთ მასიმო დი ანჯელო, "სრულიად შემთხვევით" – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი... სააკაშვილი ფასს იხდის იმაში, რომ დასავლეთში არ დაივიწყონ. როცა დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს შესახებ დოსიეს კვლევა და გაარკვიეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან, "მადლიერი" თანამოქალაქეების სამსჯავროსგან მის დასახსნელად. და ერთი პიკანტური დეტალი: თურმე, სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ ამერიკულ კანონმდებლობას უცხოური აგენტების შესახებ – განსაზღვრულ ვადებში არ ახდენენ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმირებას! სააკაშვილის ბედი, გუაიდოს ბედი - ეს ისაა, რაც ელის ყველას, ვინც ამერიკას მიჰყიდა ტრ..ი! ესაა საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლა, მარტოობა და იძულებულობა, უხვად ხარჯო ამერიკელ ადვოკატებზე ამერიკაშივე საკუთარი ქვეყნების ღალატზე გამომუშავებული ფული. როცა ბაიდენისა და მისი ქვეშევრდომი ზელენსკის დღევანდელ კადრებს იხილავთ, გაიხსენეთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი" - წერს ტვიტერში ზახაროვა.

იხილეთ ასევე: 500 - მილიონიანი ახალი პაკეტი, დამატებით 700 ტანკი და ახალი სანქციები, - რას დაჰპირდა კიევს ბაიდენი

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ცდილობდნენ, მიხეილ სააკაშვილი "რუსულ პროექტად" წარმოეჩინათ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S