Accentnews.ge
კულტურის სამინისტროს გენინსპექცია ნამუშევრების წამოსაღებად პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

კულტურის სამინისტროს გენინსპექცია ნამუშევრების წამოსაღებად პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

13/02/2023 09:14:12 პოლიტიკა, საზოგადოება

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არის მისული.

ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს და ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მისულები ათონელზე, თუმცა ნამუშევრების წაღება ვერ შეძლეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით, 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში არ დააბრუნა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 13 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყებას.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S