ალიევი თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს

27-01-2023 16:56:06 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.

„სასტიკად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას. დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორი მიუღებელია", - წერს ალიევი „ტვიტერზე“.

27 იანვარს ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი - დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის პირი მანქანით მიუახლოვდა შენობას და შემდეგ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები