ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

27-01-2023 13:17:20 მსოფლიო

27 იანვირის დილუთ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაჭრილია დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი საელჩოს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა 50 წლის კაცმა გახსნა, რომელიც საელჩოს ადმინისტრაციულ შენობას ავტომობილით მიუახლოვდა.

„თავდამსხმელი შეიჭრა უსაფრთხოების პუნქტში, მოკლა განყოფილების უფროსი. თავდასხმის მოგერიებისას ასევე დაშავდა საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელი, რომელთა მდგომარეობა შეფასებულია დამაკმაყოფილებლად",– აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ოფიციალური ცნობით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები