
კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო – გიული ალასანია
26/01/2023 09:58:34 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია "ვივამედში" მიხელ სააკაშვილის მონახულების შესახებ ამბობს, რომ კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო.
„დღეს დილით აწონეს და 68 კ.გ და რაღაც გრამია (მისი წონა 120 კ.გ. იყო ), ესე იგი, დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, რასაც ექიმები გულისხმობდნენ. ექსპერტებმა თქვეს, რომ დადგება ეტაპი, როცა ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყება. უკვე კახექსიის სწრაფი პროცესი დაიწყო. შეუქცევადი პროცესები დაიწყო, ორგანიზმი მთლიანად ჩამოიშალა. ეს თუ არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ მე არ ვიცი, მძიმე ავადმყოფი რა არის?! რეანიმაციაზე საუბარი არ არის, თუმცა ადამიანი მთელი ღამე რაღაცაზეა მიერთებულია და ექთანი მთელი ღამე გვერდით უზის. დიახ, ასე გავიგე, რომ მთელი ღამე პალატაში ექთანი იყო. სინამდვილეში იციან, რომ ეს ძალიან მძიმე ავადმყოფია, მაგრამ არ შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა. ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანია მოწამლულია”,- თქვა ალასანიამ.
ის დარწმუნებულია, რომ მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან.
იხილეთ ასევე: "ვივამედი": „სააკაშვილთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს კოვიდი არ დაუდასტურდა, ველოდებით ადვოკატების PCR–ტესტების პასუხებს“
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. სასამართლო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს.