Accentnews.ge
არა მხოლოდ Abrams: პენტაგონმა გამოაცხადა, რა შედის უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში

არა მხოლოდ Abrams: პენტაგონმა გამოაცხადა, რა შედის უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში

25/01/2023 20:47:36 მსოფლიო

უკრაინის უახლესი სამხედრო დახმარება, რომელიც ოთხშაბათს გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ითვალისწინებს დამატებითი საშუალებების მიწოდებას, გარდა უკვე გამოცხადებული M1 Abrams ტანკებისა,– ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

დახმარების პაკეტის ჯამური მოცულობა, როგორც მედია იუწყება, 400 მილიონი დოლარია. ის მოიცავს:

  • Abrams–ის 31 ტანკს 120 მმ-იანი ჭურვებით და სხვა საბრძოლო მასალით;
  • რვა ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად;
  • წვრთნების დაფინანსება, მომსახურება და მხარდაჭერა.

ტანკების შესყიდვა უკრაინისთვის განხორციელდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) მეშვეობით, რათა მხარი დაუჭიროს რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვას.

„ეს 400 მილიონი დოლარის USAI პაკეტი აღნიშნავს კონტრაქტის დადების პროცესის დაწყებას უკრაინას დამატებითი შესაძლებლობების მიწოდების მიზნით“, - თქვა პენტაგონმა. ეს ნიშნავს, რომ ტანკებს არ გამოიტანენ საწყობებიდან, არამედ შეიძენენ მწარმოებლებისგან.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს დილით გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება „ლეოპარდ 2“-ის მთავარი საბრძოლო ტანკების უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისა და სხვა ქვეყნებისთვის ამავე სახეობის ტანკების რეექსპორტის უფლების მიცემის თაობაზე.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს დაადასტურა განზრახვა უკრაინაში M1 Abrams-ის 31 ტანკის (ერთი უკრაინული ბატალიონის ტოლფასი) გადაცემის განზრახვა რუსეთის აგრესიის ფონზე თავდაცვის გასაძლიერებლად.

ამ ეტაპზე ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ უკრაინაში 80 „ლეოპარდის“ გაგზავნას, რათა ჩამოაყალიბონ ორი ბატალიონი 40–40 ტანკისგან,– იტყობინება Spiegel.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S