Accentnews.ge
ბაიდენი: აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს

ბაიდენი: აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს

25/01/2023 17:28:28 მსოფლიო

შეერთებული შტატები უკრაინის არმიას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს. მიწოდებას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ 25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით მან მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ხელმძღვანელებთან. ისინი კვლავაც გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის და თვლიან, რომ მას მეტი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან ომი გრძელდება.

შეერთებული შტატები ასევე ამზადებს უკრაინულ ჯარებს ტანკების გამოსაყენებლად, რომლებსაც ნატოს ქვეყნები მიაწვდიან,– განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გაგზავნოს უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკები და სხვა ქვეყნებსაც მისცეს რეექსპორტის უფლება. ისინი, ბაიდენის თქმით, ახლა დაახლოებით, 50–ნი არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. მათი მიზანი მხოლოდ რუსული აგრესიის შეჩერებაა უკრაინაში და ამაში ისინი ურყევნი იქნებიან.

საკუთარი მზაობის შესახებ გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა. როგორც მედია წერს, ევროპელებს სურთ ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, რომლებიც 40–40 „ლეოპარდით“ იქნება დაკომპლაქტებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S