Accentnews.ge
სააკაშვილთან ადვოკატი არ შეუშვეს

სააკაშვილთან ადვოკატი არ შეუშვეს

25/01/2023 11:36:26 საზოგადოება

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ შეუშვეს.

ხაჭაპურიძის შეფასებით, დაცვის მხარის უფლება შეზღუდულია.

„მოგეხსენებათ კლინიკა „ვივამედში“ კომუნიკაცია ტელეფონებით ხდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონით უთხრეს, რომ „ვერ შეუშვებთო“, მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ეს ვიზიტების შეწყვეტა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ „სააკაშვილი კი ავად არის, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ არის და მძიმე, რომ იყოს, მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაშიო“. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია! ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება, ახლა ამ კოვიდის საფუძველზე და კოვიდის მიზეზით თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ „მაინც არ არის მძიმე ავადმყოფი, თავის პალატაში წევსო“. რეალურად, რეანიმაციულ განყოფილებაშია!

მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და უნდა გადავამოწმო! ეს ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა – ამ პირობებში, როგორც მასთან შესვლის პირობები იყო, წარმოუდგენელია, რაიმე დამართოდა! ირგვლივ არავის არ დადასტურებია კოვიდინფექცია. მიზანი არის მარტივი: მიხეილ სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში მოუწყვეს რეანიმაციული განყოფილება, ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება არ ჰქვია!“,– ამბობს ადვოკატი.

მისი ვარაუდით, „პირველ რიგში, როგორც ჩანს თავს იზღვევენ და მეორე, ეს ყველაფერი სასამართლოსთვისაა განკუთვნილი, რომ მერე ადვოკატებმა არ ვთქვათ, თუ მძიმე პაციენტი არ არის, მაშინ რატომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში“:

„ახლა იტყვიან, რომ თერაპიულ განყოფილებაშია და არა რეანიმაციულში. არავითარი სასუნთქი აპარატი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის პალატაში. იმიტომ არ მიშვებენ, რომ მე ეს ყველაფერი არ ვნახო. მე სხვა ახსნა არ მაქვს. ადვოკატი ვარ და კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა. თუ გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია, თუ კოვიდამტანი? რით განსხვავდება? კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და მათ ვნახულობდი, აღჭურვილობის მეშვეობით. ვგეგმავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სინჯები აუღონ და ჩვენ გადმოგვცენ, მერე ჩვენ წავიღებთ და გამოვიკვლევთ”.

ადვოკატის განცხადებით, ის სახალხო დამცველს მიმართავს, რათა მისი წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და არსებული მდგომარეობის შესასწავლად შევიდეს.

იხილეთ ასევე: ექიმი: „სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S