Accentnews.ge
ექიმი: „სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“

ექიმი: „სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“

25/01/2023 07:21:05 საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის მსუბუქ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, თუმცა „სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები არსებობს“.

მისივე თქმით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება.

„პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვინაიდან შესაბამისი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა - მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ეჭვი იყო კოვიდ–ინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ კი „პისიარ“ ტესტით დადასტურდა. ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე, კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული. მიმდინარეობს მკურნალობა. მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ, გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია“,– განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

მისი თქმით, კონსილიუმზე პაციენტის რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა:

„მისი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია".

რაც შეეხება ინფექციის წყაროს, ჩხაიძე ამბობს, რომ პროცესში კლინიკის ინფექციონისტები არიან ჩართული და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს:

"ჩვენი ეპიდემიოლოგიურ სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S