NYT: რუსეთში, „ვაგნერის“ სასაფლაოზე საფლავების რაოდენობა ორ თვეში 7–ჯერ გაიზარდა
25/01/2023 09:39:00 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის ოლქის სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე, რომელიც რუსულ არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ეკუთვნის, საფლავების რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა, – წერს The New York Times.
გამოცემის ჟურნალისტებმა 24 იანვარს გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ სასაფლაოზე ამჟამად 170 საფლავია. მაშინ როცა, გასული წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ ფოტოები შვიდჯერ ნაკლებს ასახავდა.
საფლავების გარდა, გამოცემის ჟურნალისტებმა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან ერთ-ერთ ვიდეოში ბაზის მახლობლად მდებარე სამლოცველოში დათვალეს 21 კოლუმბარიუმის კედელი, თითოეულზე 42 ნიშით. რაც ჟურნალისტებს, მისცა საფუძველი, ივარაუდონ, რომ ასობით „ვაგნერელია“ დაღუპული.
„გაურკვეველია,ყველაუკრაინაშიმოკლეს თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ვიდეო „ვაგნერის“ დანაკარგების მასშტაბებს გვიჩვენებს“, – წერს გამოცემა.
გასული წლის დეკემბრის ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ახლად შექმნილი სასაფლაო კრასნოდარის სოფელ ბაკუსკაიაში „ვაგნერს“ ეკუთვნის.
„ვაგნერი“არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც არ ფიგურირებს სამხედრო დეპარტამენტების ბალანსზე და იურიდიულ პირთა რეესტრში. მისი დამფუძნებელი გახლავთ ევგენი პრიგოჟინი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია როგორც „პუტინის პოვარი“. 2022 წლის სექტემბერში მან საბოლოოდ აღიარა თავისი კავშირი „ვაგნერთან“, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდა და სასამართლო დავებს აწარმოებდა ჟურნალისტებთან.
რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია „ვაგნერისთვის“: „ვაგნერელების“წვრთნა ტარდებოდა ГРУ–ს სპეცრაზმის ბაზაზე, რუსეთი მას იყენებდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სირიაში, აფრიკაში და იყენებს ამჟამად უკრაინაში. „ვაგნერელები“ ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში.
თავად პრიგოჟინი აქტიურად იღებს რუსეთის კოლონიებიდან პატიმართა გადაბირებაში მონაწილეობას უკრაინასთან ომისთვის და შეწყალების დაპირებას გასცემს.
იხილეთ ასევე: „ფრონტზე 50 000 პატიმრიდან 10 000 დარჩა“: ოლგა რომანოვა „ვაგნერის“ დანაკარგებზე საუბრობს


