Accentnews.ge
აშშ-ში რუსეთის ელჩი: "ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს, სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს"

აშშ-ში რუსეთის ელჩი: "ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს, სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს"

25/01/2023 06:39:42 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი წუხს, რომ აშშ მიზანმიმართულად ცდილობს, რუსეთს სტრატეგიული მარცხი განაცდევინოს.

ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება.

„აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს არაერთგზის განუცხადებია, რომ უკრაინის ომში, რომელიც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა გააჩაღა, რუსეთი უნდა დამარცხდეს ისე, რომ ვეღარ შეძლოს სუვერენულ მეზობლებზე თავდასხმა.

იხილეთ ასევე: „ტანკის მკვლელებს“ უკრაინაში ახლო მომავლისთვის ელოდებიან

Associated Press წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ–მა შესაძლოა, 25 იანვარს გამოაცხადოს უკრაინისთვის ტანკების – M1 Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება.

სააგენტოს წყაროების ცნობით, საუბარია 30-ზე მეტ ტანკზე. იგივე მონაცემებს ასახელებენ გამოცემა Politico-ს ინფორმირებული წყაროებიც.

24 იანვარს გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი დათანხმდა უკრაინისთვის ტანკების, Leopard 2-ის გაგზავნას და მათი რეექსპორტის ნებართვა მისცა სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს გერმანული ტანკები აქვთ. მანამდე ბერლინი აცხადებდა, რომ მისცემდა კიევს ტანკებს, თუ ვაშინგტონი გადასცემდა უკრაინას Abrams–ებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S